საბავშვო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე კვლევა მიმდინარეობს

საბავშვო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე კვლევა მიმდინარეობს

          წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა. დასკვნის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სამედიცინო დაწესებულებას 26-მა ბავშვმა მიმართა, დღეის მდგომარეობით, სტაციონარში მკურნალობას 11 მათგანი განაგრძობს.

          ქუთაისის ზ. ცკახაიას სახელობის ინტერვენციულ მედიცინის ცენტრსა და კლინიკა „მედიქალ სითიში“ განთავსებული ბავშვები იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოინახულეს.

    „ეს არის ტიპიური ნაწლავური ინფექცია, საქმე გვაქვს „შიგელოსთან“. რაც შეეხება რაოდენობას, ჰოსიპიტალიზირებული სულ იყო, ბოლო დღეების მაძილზე, 26 ბავშვი, დღეს უკვე გაციებით ნაკლებია. გარდა ამისა მიმდინარეობს საკარდაკარო ჩამოვლა. რაც შეეხება მიზეზებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ლაპარაკი, მიმდინარეობს კვლევა, აქ არიან სურსათის ერვოვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი იკვლევენ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც იყო მიწოდებული ამ საბავშვო ბაღებში“ - პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდნენ, სადაც დაფიქსირდა ბავშვების მოწამვლის ფაქტი. შესაბამისმა სამსახურებმა უკვე აიღეს სინჯები და მიმდინარეობს შესწავლა.

„ჩვენ ფაქტის დაფიქსირებისთანავე მოვახდინეთ რეაგირება, ჩაერთვნენ შესაბამისი სამსახურები და უკვე 2-3 დღეში გვექნება კვლევის შედეგები. ბავშვების მდგომარეობა, როგორც სტაციონარში, ასევე, ბინაზე დამაკმაყოფილებელია. სწავლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 22-ვე ბაღში მას შემდეგ განახლდება, რაც ყველა საჭირო კვლევა დასრულდება“ - გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.

საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში, პრევენციის მიზნით, დროებით შეჩერებულია სწავლა. პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება დასკვნის შედეგების შემდეგ იქნება მიღებული.