ბიბლიოთეკა სოფელ ოფურჩხეთში

ბიბლიოთეკა სოფელ ოფურჩხეთში

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან აზიზ სალტიკთან ერთად, სოფელ         ოფურჩხეთში ბიბლიოთეკა გახსნა.
   ,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესში ადგილობრივები დასაქმდენენ და თავად შექმნეს ის გარემო, რომელიც ყველასათვის სასიამოვნო იქნება და ხელს     შეუწყობს ახალგაზრდების წიგნებთან დაახლოვებას" - გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.
    ბიბლიოთეკა "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" მხარდაჭერით, კომპანიის სათემო ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტისათვის სულ 34 000 ლარი დაიხარჯა.
  "ჩვენი მიზანია, ნამახვანი ჰესის, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტის განხორციელების პარალელურად, მნიშვნელოვანი წვლილი     შევიტანოთ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პროცესში“ - განაცხადა კომპანია "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" აღმასრულებელი     დირექტორის მოადგილე აზიზ სალტიკმა.
  ოფურჩხეთის ბიბლიოთეკაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წიგნების საცავს, სამკითხველო ოთახებს, მოეწყო მყუდრო კუთხეები წიგნების წასაკითხად, განთავსდა ფერადი მაგიდები და რბილი   სკამები, მოიხატა კედლები. წიგნად ფონდს შეემატა ქართულ და ინგლისურ ენოვანი ლიტერატურა.