საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფი სოფლის მეურნეობის პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.
პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მაღლაკში შედგა, სადაც მერიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა, ერთიანი აგროპროექტების შესახებ ისაუბრეს.
„დანერგე მომავალი“, აგროდაზღვევა, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროგრამა, ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი, ეს ის საკითხებია, რაზეც სოფელ მაღლაკის მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა. 
✅შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. 
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.