საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის   მიერ  2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.                                                      

2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’-ს თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.                           

                                                             

3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 36 149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

4.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N 36 148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

5.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების  მართვის საკითხთა  კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N36 151 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

6.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  კეთილმოწყობის ცენტრი’’-ს წესდებაში  ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

7.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია  ,,წყალტუბოს მომავლისათვის’’  შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 36 142 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

8.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-  შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 36 141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგზაო მანიშნებლებისა და ავტომანქანის პარკირების კანონიერების შესწავლის, ასევე სახელმწიფო შესყიდვებით  განხორციელებულ მომსახურებაზე ხელშეკრულების პირობების შესრულების  კონტროლის მიზნით  მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25დეკემბრის N 36 166 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                

10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  გამგებლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრების მიერ  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების  მოწყობის წესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  გამგებლის და საკრებულოს  წევრის მიერ  გაწეული საქმიანობის  ანგარიშის  ფორმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის  N 68 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე.

11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების  მართვის  სამსახურის   მიერ  2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ                                                 

12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სააკუთრებაში  არსებული  ორი ერთეული  ავტომანქანის-,,მერსედეს ბენცი E 270 CDI’’; სახელმწიფო ნომერი  WWA-047 და ,, მერსედეს ბენცი E 270 CDI’’; სახელმწიფო ნომერიო  EKE-582-ის სახელმწიფოსათვის  საკუთრებაში  უსასყიდლოდ გადაცემის  შესახებ.                                                       

13.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრი’’-ს  მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

14.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ტურიზმის   განვითარების  საკოორდინაციო ცენტრი’’-ს მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

15.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრი’’-ს     2019-2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

                 

16.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2018  წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.  

 

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

 

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ–ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.