სოხუმის დაცემის დღე წყალტუბოში

სოხუმის დაცემის დღე წყალტუბოში

სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.