"შემოდგომის წყალტუბო 2018

"შემოდგომის წყალტუბო 2018

"შემოდგომის წყალტუბო 2018-ის" ფარგლებში, წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს უმასპიძლა.
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰარვართი, უნგრეთის ქალაქ სენტგოტჰარდის მერი გაბორ ჰუსარი და ლატვიის ქალაქ სალდუსის მერი მარის ზუსტსი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიიღო.
"საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, წყალტუბოსათვის, როგორც უნიკალური კურორტისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია, დღეს ვუმასწპინძლოთ სტუმრებს საზღვარგარეთიდან" - გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.
ოფიციალურ მიღებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.
მხარეებმა, მეგობრობის ნიშნად, ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სტუმრები, ასევე, იმყოფებოდნენ წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრში, სადაც წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალზე მიიღეს ინფორმაცია, დაათვალიერეს ლადო ფოჩხუას პერსონალური გამოფენა.
სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა საზეიმო ლიტურგია წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ეკლესიაში.

"შემოდგომის წყალტუბო 2018-ის" ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე არაერთი თეატრალიზებული წარმოდგენა, გამოფენა, სამეწარმეო მარკეტი, მსვლელობა და სპორტული აქტივობა გაიმართა.
ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებულ-გუბერნატორი, იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები ესწრებოდნენ.