საკრებულოს თავმჯდომარემ იმერეთის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საკრებულოს თავმჯდომარემ იმერეთის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, წყალტუბოს თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გრიგოლ ივანეიშვილმა, იმერეთის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გარემო შევუქმნათ. სამუშაოები ხარისხიანად სრულდება, ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და შემდეგ უკვე დაიწყება ასფალტის საფარით მოწყობა“ – განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა. იმერეთის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.