გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრგიოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. რგფ-ის მიერ დაფინანსებული  6 მსხვილი პროექტის განხორციელებისთვის სულ 495815 ლარი დაიხარჯა. დასრულებულია ბესიკისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დუმბაძის , კეცხოველისა და ლერმონტივის ქუჩების მოასფალტება.

   რგფ-ის დაფინანსებით, ქ. წყალტუბოში, იმერეთის ქუჩაზე 800 მეტრის სიგრძის ასფალტის საფარი დაიგო. გზის  აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა.  პროექტისთვის 96223 ლარი გამოიყო. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა კოლხეთის ქუჩაზე.

 ამჟამად ასფალტის გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ამ გზის რეაბილიტაციას წლების მანძილზე ითხოვდა მოსახლეობა, სამუსიკო სკოლაში ყოველდღიურად დადიან ბავშვები, აქვეა სასულიერო გიმნაზია, დევნილთა კორპუსები,  მთავარია, რომ სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ხარისხიანად სრულდება “ - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები სოფელ ფარცხანაყანევში კოპიტნარის ტერიტორიაზე, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ უბანშიც იმყოფებოდნენ, სადაც გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.