კლასიკური ავტომობილების ტური წყალტუბოში

კლასიკური ავტომობილების ტური წყალტუბოში

კლასიკური ავტომობილების ტურის (Peaks of the Caucasus) ფარგლებში, წყალტუბოში პირველად 9 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-მდე უცხოელი ავტოკოლექციონერი ჩამოვიდა. წყალტუბოში მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილების ნახვა ავტომოყვარულებისათვის უნიკალური შესაძლებლობა იყო. "წელს საქართველოში ვმოგზაურობთ, დავიწყეთ თბილისიდან და დღეს ჩამოვედით კურორტ წყალტუბოში, სადაც ბევრი გამორჩეული არქიტექტურული შენობა ვნახეთ. ხვალ გეზს სვანეთისკენ ავიღებთ, სულ 2000 კილომეტრი უნდა დავფაროთ. მიხარია, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში ვმოგზაურობთ’’ - განაცხადა ავტორბოლის ორგანიზატორმა ბარაქ კლანკმა. წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის სალომე ქუთათელაძის თქმით, მსგავსი ტურები ხელს უწყობს კურორტის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას. კლასიკური ავტომობილების ტური (Peaks of the Caucasus) 2 ოქტომბერს თბილისიდან დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება, მონაწილეები საქართველოს 7 რეგიონში იმოგზაურებენ. #PeaksoftheCaucasus