გეგმიური ბიუროს სხდომა

გეგმიური ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1.      ინფორმაცია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის მესამე კვარტლის სარეზერვო ფონდის შესახებ.

2.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

3.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისმიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

5.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.