სოფელ ჩუნეშში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჩუნეშში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ცხუნკურის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლატავრა ბენდელიანმა სოფელ ჩუნეშში მიმდინარე საგზაო–ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

„მიმდინარეობს ჩუნეშის გზის ცალკეული მონაკვეთების ბეტონის საფარით მოწყობა ,რომელშიც ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩუნეშის გზა მოსახლეობისთვის უფრო მოწესრიგებული და უსაფრთხო გახდება“ - განაცხადა ლატავრა ბენდელიანმა.

გზის მოსაწყობად მზა ბეტონის შეძენა და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.