მუხიანის თემში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

მუხიანის თემში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

მუხიანის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ფუთურიძემ, ქვიტირის თემის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან მამაგეიშვილთან ერთად, მუხიანის თემში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.

„აღნიშნულ თემში გაზიფიცირება წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო. გაზიფიცირების სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სოფელ მუხიანის, ბროწეულასა და კაჭარის მოსახლეობას მიეცემათ“ – განაცხადა ზურაბ ფუთურიძემ.