ტურნირი ბრძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ტურნირი ბრძნულ-რომაულ ჭიდაობაში

წყალტუბოს სპორტის სასახლეში სპორტის ოსტატის, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ჩატარდა ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული გუნდები მონაწილეობდნენ. 
ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მასში 8 მუნიციპალიტეტის 10 გუნდი და 120 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მოჭიდავეებმა სხვადასხვა ასაკში და წონით კატეგორიაში გამოსცადეს თავიანთი შესაძლებლობები. ტურნირს დამსახურებული მწვრთნელი დემურ კირტავა მსაჯობდა.
წყალტუბოს გუნდის 14 წევრიდან რვა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა. პირველი -ადგილი ანზორ ჩირგაძემ (68 კგ წონით კატეგორია), ხოლო მეორე ადგილი - ნიკა ბერელიძემ (26კგ- წ.კ.) დაიკავა. მესამე ადგილებზე ჯაბა ჯიმშელეიშვილი, ნიკა თევდორაძე, საბა ქუთათელაძე, საბა გეგეჭკორი, დათო გვიშიანი, თემურ ყიფშიძე გავიდნენ.
ტურნირს ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი. თვითმმართველობის პირველმა პირებმა გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.