ადგილობრივი თვითმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018

ადგილობრივი თვითმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018

საქართველოს პარლამენტში, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერით,  „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018“ – ის რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის შეფასების კრიტერიუმების განხილვას და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებაში 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა დელეგატი,  ვალერი ხურცია, წარმოდგენილ 64 მუნიციპალიტეტს შორის, ბიუჯეტირების საუკეთესო პროექტისათვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.