ინფო-ტური წყალტუბოში

ინფო-ტური წყალტუბოში

წყალტუბოში ბელარუსიის დელეგაცია იმყოფებოდა. ინფოტურის ფარგლებში ორგანიზაცია ,,ცენტრკურორტის’’ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამკურნალო დაწესებულებები: ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ბიჰელსი’’, ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო’’, აბაზანები, სასტუმროები, სანატორიუმები და მღვიმეები. გაეცნენ დაწვრილებით ინფორმაციებს რადონული წყლების სამკურნალო თვისებებისა და მომსახურების სერვისების შესახებ.
-,,წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაცია ,,ცენტრკურორტის’’ სტუმრობა და ინფოტურის მოწყობა, რადგან ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია ბალნეოკურორტების რეკლამირებისა და ცნობადობის გაზრდაზე სხვადასხვა ქვეყნებში’’’- აცხადებს ააიპ ,,წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის’’ - დირექტორი სალომე ქუთათელაძე
ბელარუსიის დელაგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსიის მჭიდრო ურთიერთობებზე, მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე, წყალტუბოში მეტი დამსვენებლისა და ვიზიტორის ჩამოყვანის პერსპექტივებზე.