საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის მესამე კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

2.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის (დადგენილების) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

4.      მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვერტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

5.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

6.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის N39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

7.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტეტქტურისა და ეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

8.      ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილისა და სარაჯიშვილის ქუჩების და წყალტუბო – სათაფლიის გარე განთების ბოძების (ს/კ 29.00.143, 29.00.338, 20.00.3309) ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის მიზნით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, შპს „მაგთიკომი“–სათვის 2 წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

9.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ.

10.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

11.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.