წყალტუბოს მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

წყალტუბოს მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობას მერის მუშაობის   ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა გახსნა. 
წყალტუბოს მერმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაიწყო საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების რეაბილიტაცია როგორც ქალაქის, ასევე სოფლების ტერიტორიაზე. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება, პრიორიტეტების ერთობლივად განსაზღვრა და პროექტების გაცნობა მომავალში უფრო ინტესიურად მოხდება.  „დღეს მოსახლეობას გავაცანი დეტალური ინფორმაცია მერიის საქმიანობის შესახებ, შეხვედრამ ცხადყო, რომ აუცილებელია ხალხთან ერთად პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა და წყალტუბოს როგორც კურორტის განვითარების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა'' - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა. 

     წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 იანვრიდან სექტემბრის ბოლომდე განხორციელებული, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, საფინასო-საბიუჯეტო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში გატარებული ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლობასთან ერთად საკრებულოს დეპუტატებმა, სტრუქტურული სამსახურების უფროსებმა, მრჩევლთა საბჭოს წევრებმა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს.

        მუნიციპალიტეტის მერმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ისაუბრა ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რომელიც წყალტუბოს როგორც უნიკალური კურორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებები მოსახლეობის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა გააკეთეს.     წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი მსგავსი სახის შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გეგმავს.