(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

სასკოლო ოლიპიადა სკოლებს შორის

3/11/2018

   სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს შორის მიმდინარეობს სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში. სპორტის სასახლეში დასრულდა ფრენბურთის ტურნირი ვაჟებს შორის, რომელშიც 13 სკოლა მონაწილეობდა, ფინალში ოფურჩხეთისა და მაღლაკის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულ მაღლაკის #1 საჯარო სკოლის გუნდს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა თასი და სიგელები გადასცა. სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მაღლაკის გუნდი საქართველოს სახელით ყატარში მსოფლიოს სასკოლო ოლიმპაიდაზე იმყოფებოდა. გასულ კვირას დასრულდა კალათბურთის ტურნირი, გოგონებსა და ვაჟებს შორის, დაგეგმილია მაგიდის ჩოგბურთის და ბანბინტონის ტურნირები. ტურნირები მიმდინარეობს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით