(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

სოფლების გაზიფიცირება დაიწყო

7/11/2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის სამუშაოები წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. 
-,, ზედა და ქვედა მესხეთში, მუხიანსა და ბროწეულას დასახლებაში მცხოვრები 1300-ზე მეტი ოჯახისთვის უახლოს მომავალში ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს ყველაფერს, რათა სოფლების გაზიფიცირების პროცესი გახდეს შეუქცევადი და ყველა პროექტი განხორცილედეს ვადების დაცვით'' - განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს