(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

შეხვედრა გაეროს რეზოლუციის 1325 – ის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ

08/11/2018

პროექტის „ გაეროს რეზოლუცია 1325 – ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება, და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურების“ , ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამოქალაქო ფორუმი ჩატარდა. 

პროექტის მიზანია, გენდერული თანასწორობის დამკვიდრების, ქალთა გაძლიერების, კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით 2018 – 2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია და სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებების ასახვა.

ფორუმის მონაწილეებმა ჯგუფურად იმუშავეს, როგორ უნდა მოხდეს გაეროს რეზოლუცია 1325 – ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია და  კონფლიქტის გამყოფ ზოლთან ქალების საჭიროებების ასახვა.

ფორუმის ბოლოს შეიქმნა 10 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.

პროექტს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,  იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ახორციელებს.