(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

საგზაო ინფრატრუქტურის სამუშაოები გრძელდება

8/11/2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს. სოფელ თერნალის, ბანოჯის, გეგუთის, ასევე ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზებზე ბეტონის საფარის დაგების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პროექტების დათვალიერებისას ყურადღებას სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. 
საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 9 თვის მონაცემებით ჯამში დაიხარჯა 4 747 795 ლარი. დაგებულია 3783 კილომეტრი გზა. მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: საყულია, ყუმისთავი, ქვიტირი, მუხიანი, თერნალი, გეგუთი, ბანოჯა, ფარცხანაყანევის კოპიტნარის დევნილთა დასახლება და ქალაქ წყალტუბოს 11 ქუჩაზე შესრულდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.