(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

გაეროს რეზოლუციის 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ

8/11/2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართელობის (მერიის და საკრებულოს) წარმომადგენლებმა საქალაქო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრირების შესაძლებლობის გაძლიერება გაეროს 1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროცეში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და მონაწილეობის გაძლიერება“ იყო. 
მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ გაეროს რეზოლუციის 1325-ის გახორციელების მესამე სამოქმედო გეგმა „ქალი მშვიდობა და უსაფრთხოება“. გეგმის განხორციელება გათვალიწინებულია 2018-2020 წლებში. პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური ჩართვა მუნიციპალურ გეგმებში. სწორედ ამ საჭიროებისთვის საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააგრძლეებს კოალიციასთან მუშაობას. 
სწორედ ამ პროცესის სამუშაო შეხვედრა შედგა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქლაქო ფორუმის ორგანიზატორი სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: კოალიცია იგპ, ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ იყო. 
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა ფორუმში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენლები. 
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფებმა სხვადასხვა თემებზე საკუთარი პროექტები პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს, შეირჩა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩართულია მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერის თანაშემწე ირმა ხელაძე და მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე.