გეგმიური ბიუროს სხდომა

გეგმიური ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

2. წყალტუბოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.