წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროეტის“ საჯარო განხილვა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე. პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე, განათლება, კულტურა და სპორტი რჩება.

ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებმა და ასევე, საკრებულოს წევრებმა. მათ წარმოადგინეს მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტში გასათვალისწინებელი რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები და  საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.