როინ მეტრეველის სახელობის ტურნირი ხელბურთში

როინ მეტრეველის სახელობის ტურნირი ხელბურთში

15-16 ნოემბერს წყალტუბოს სპორტის სასახლეში გაიმართა როინ მეტრეველის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2002-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ხელბურთელთა შორის. 
ტურნირში წყალტუბოს, ქუთაისის, სამტრედიის, გორისა და უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილზე უკრიაინელი ხელბურთელები გავიდნენ, მეორე და მესამე ადგილები სამტრედიისა და ქუთაისის გუნდებმა გაინაწილეს. 
ტურნირს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები თასითა და მედლებით დააჯილდოვა, ტურნირის ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.