ამერიკის ელჩი წყალტუბოში

ამერიკის ელჩი წყალტუბოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როლ ვილსონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წყალტუბოში ქართული კომპანია “ჰერბია” დაათვალიერეს. საპატიო სტუმრებთან ,,ჰერბიაში'' იმყოფებოდნენ იმერეთის სახელმწიფო- რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
,,აწარმოე საქართველოს პროგრამის’’ ფარგლებში ,,ჰერბიამ’’ გასულ წელს სასათბურე მეურნეობების ქსელი გააფართოვა , ასევე გაიხსნა მწვანილისა და ბოსტნეულის გადასამუშავებელი საწარმო. შედეგად გაორმაგდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. 
ქართული კომპანია ,,ჰერბია’’ ამჟამად 30 სხვადასხვა დასახელების მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იყიდება როგორც საქრთველოს ასევე უცხოეთის (ბულგარეთი) ბაზარზე, ჰერბიაში დასაქმებულია 100 ადგილობრივი.