საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის N68 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვი, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2018 წლის  I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4. წყალტუბოსმუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, თანხმობის გაცემის თაობაზე.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

6. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

7. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტულიკლუბების გაერთიანების“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ.