გიორგობის დღესასწაული წყალტუბოში

გიორგობის დღესასწაული წყალტუბოში

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინა. 
გიორგობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. სოფელ პატრიკეთში, მაღლაკსა და ოფშკვითში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 
ანსამბლ ,,ნადურის'', ,,სიონისა'' და ა(ა)ი.პ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან'' არსებული ხალხურ საკრავთა ჯგუფის წევრებთან ერთად მაყურებელთა წინაშე პატარა მომღერლები და მოცეკვავეები წარსდგნენ. სოფელ ოფშკვითში სადღესასწაულო ღონისძიება იმედის გმირის, წყალტუბოს საპატიო მოქალაქის, გიორგი ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დამაარსებლის ციალა ღვინიანიძის ორგანიზებით ჩატარდა. 
გიორგობის დღესასწაულის მილოცვის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა კულტურისა და სოფლის მეურნეობის დარგების ღვაწლმოსილ მუშაკებს: გულნარა მარგველაშვილს, გივი ლალიაშვილს, თინა ჯიბლაძესა და ლენა დეისაძეს მადლობის სიგელები გადასცა.