3 დეკემბერს შ.შ.მ პირების უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

3 დეკემბერს შ.შ.მ პირების უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. წყალტუბოს მუნიციპალიტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დღეს ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
-,,მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მაინც აქვთ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინკლუზიური ცენტრის არსებობით ჩვენ ვცდილობთ, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს მაქსიმალური ადაპტაცია ჰქონდეთ გარემოსთან''- განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
გრიგოლ იოსელიანთან ერთად ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარები მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ მოინახულეს. 
შ.შ.მ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და საქართველოში 20- წელზე მეტია აღინიშნება.