გადასახური მასალის დარიგება დაიწყო

გადასახური მასალის დარიგება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 30 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო მასალების გადაცემა დაიწყო. 
,,ყველაფერი კეთდება სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. თუნუქის სახურავს მიიღებს ყველა დაზარალებული’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგების პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. 
30 ნოემბერს ძლიერი ქარის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 85 კერძო სახლის, 25 საერთო საცხოვრებელი კორპუსის, ორი საბავშვო ბაღისა და ერთი საჯარო სკოლის, ერთი ადმინისტრციული შენობის სახურავი დაზიანდა.