(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

5/12/2018

იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოდან, მერის მოადგილეები, სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურების უფროსები და სპეციალისტები წყალტუბოში სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეიკრიბნენ. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის მიზანია ინფორმაციის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაცვლის ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის. კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების, მოქალაქეთა ჩართულობის, სოციალური პროგრამების შემუშავებისა და ბავშვთა დაცვის საკითხები. „იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა დაეხმარება საქართველოს მთავრობას დეცენტრალიზაციის პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ასევე იუნისეფს, მთავრობის მხარდასაჭერი ღონისძიებების ფორმირებაში“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მსგავსი შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უკვე გაიმართა.