გეგმიური ბიუროს სხდომა

გეგმიური ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  პაატა ახალაძე უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 – 2022 წლების პროგრამა – „მოქალაქეთა ჩართულობა“.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გრიგოლ ივანეიშვილის შვებულების შესახებ.