საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვების ობიექტების მიღების წესის დამტკიცების შესახებ.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის N83 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის სტრუქტურული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.