წყალტუბოს სამხატვრო სასწავლებლი 30 წლისაა

წყალტუბოს სამხატვრო სასწავლებლი 30 წლისაა

 წყალტუბოს სამხატვრო სასწავლებლი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამხატვრო გალერეაში გამოფენა მოეწყო, გამოფენილი იყო ყველა თაობის მოსწავლეთა ნამუშევრები. 
ღონისძიება სამხატვრო სასწავლებლის მენეჯერმა და ფერმწერმა ავთანდილ ჯიბუტმა გახსნა. 
საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ იმერეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვალერი მეძმარიაშვილი, სამხატვრო სკოლის ძველი პედაგოგები ბეჟან უგლავა, სკოლის პირველი დირექტორის გია მამისეიშვილის ოჯახის წევრები, იმერეთის სხვადსხვა მუნიციპალიტეტების სამხატვრო სკოლების ხელმძღვანელები, წყალტუბოს სამხატვრო სკოლის ყოფილი მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სასწავლებლის პედაგოგიურ კოლექტივს დაარებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
„მადლობას გიხდით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახვითი ხელოვნების დარგის განვითარებაში შენტანილი წლვილისთვის, დაუღალავი შრომისთვის, მრავალი თაობის აღზრდისათვის.
გულწრფელად ვაფასებთ თქვენს ღვაწლს, 
გისურვებთ, წინსვლას და წარმატებებს შემოქმედებით ცხოვრებაში“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.
იმერეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა სკოლას სახვითი ხელოვნების და თანამედროვე მხატვრების შესახებ უახლესი ლიტერატურა გადასცა.სასწავლებელი სიგელით დააჯილდოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა. 
სამხატვრო სასწავლებელი ამჟამად აიპ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შემადგენლობაშია“, სასწავლო კურსი 6 წლიანია და 110 ბავშვი სწავლობს.