საახალწლო პრემიერა ,,ბაჩუნე'

საახალწლო პრემიერა ,,ბაჩუნე'

საკონცერტო დარბაზ ,, ივერია“-ში, წყალტუბოს სახალხო თეატრმა გივი მარუაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი ,, ბაჩუნე“ წარმოადგინა. 
ეს სპექტაკლი პირველად 15 წლის წინ დაიდგა , რეჟისორმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვაჟა გედენიძემ ამჯერად ახალი ვერსიით შესთავაზა მაყურებელს.
უცვლელია სპექტაკლის მთავარი მოქმედი გმირის შემსრულებელი - ბაჩუნე“ და მთავარი სათქმელი: ადამიანის გროტესკული ტრანსფორმაცია ძალაუფლების მიცემის და დაკარგვის შემთხვევაში. თუნდაც იყოს „დასამარებისა და დასაფლავების ო-ფისის დილეხტოლის“ თანანდებობა.
სპექტკალმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც აიპ. წყალტუბოს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი - რევაზ მესხი აცხადებს, წარმოდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიდგმება. 
მთავარ როლში „ბაჩუნე“ - უცვლელი სულიკო იოსელიანია, 
მონაწილეობენ მსახიობები:
ვაჟა გედენიძე / სტრატილე/
დავით ხიჯაკაძე /წიპოლი/
შალვა ვაშაკიძე /ოპლაკო/
ნინო ვეკუა / ვანცა/
ირმა გედენიძე /ხუჩუჩა/
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ბაჩუნე“ წყალტუბოს სახალხო თეატრის მიერ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დაიგა.