საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული პროგრამის – „მოქალაქეთა ჩართულობა“ (პროგრამული კოდი 01 06) დამტკიცების შესახებ.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2019 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვასა და მოწონების შესახებ.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.