წყალტუბომ მარტოხელა მოხუცებს უმასპინძალა

წყალტუბომ მარტოხელა მოხუცებს უმასპინძალა

წყალტუბომ საქართველოს წითელი ჯვრის მარტოხელა მოხუცებს უმასპინძლა. „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ (მე-6 აბაზანა) ინიციატივითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,ტურიზმის განვითარების ცენტრის’’ მხარდაჭერით, ბენეფიციარებს კამპანიის ,,აჩუქე სითბოს’’ ფარგლებში სხვადასხვა სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაუტარდათ. სპეციალურად მათთვის მოეწყო სადღესასწაულო სადილი. 
მწვანე ქალაქის გამორჩეულ სტუმრებს შეხვდა, საჩუქრები გადასცა და შობა -ახალი წლის დღესასწაულები მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა - ,,მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩავერთო ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო აქციაში, მინდა ჩვენი წილი სითბო და ყურადღება გავუნაწილო ამ განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებიც წლებმა ვერ გატეხეს, პირიქით, უფრო გაალამაზეს და გააკეთილშობილეს. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით, ერთგულ მეგობრად და გულშემატკივრად, მრავალ ახალ წელს დაესწარით’’ -აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა. 
კამპანიის მიზანია მარტოხელა ადამიანებს გავუხალისოთ ყოველდღიურობა და ვაგრძნობინოთ რომ ისინი ჩვენთვის ძვირფასები და მნიშვნელოვნები არიან, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით.“ - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა. 
წითელი ჯვრის ბენეფიციარებმა, ერთი დღით, მომსახურების სრული პაკეტით ისარგებლეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის გარდა, საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს „ცენტრალ ჰოტელ წყალტუბომ“, „ ომნიბუსმა“ და „დანკინ საქართველომ“. 
-,,ჩვენი პასუხისმგებლობაა მეტი ყურადღება და სითბო გამოვიჩინოთ ჩვენი ხანდაზმულების მიმართ, სწორედ ამიტომ კამპანიაში 
,,#აჩუქესითბო’’ გამოვიწვიეთ როგორც ბიზნეს სექტორი, ისე თითოეული მოქალაქე, ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მეტი სითბო მოფერება ჭირდებათ და ჩვენ ეს სითბო უნდა გავცეთ“ - აღნიშნა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ