ტურნირი მინი ფეხბურთში.

ტურნირი მინი ფეხბურთში.

მიმდინარე წლის 18-19 დეკემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის ვეტერანი ფეხბურთელის ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში 22 სკოლიდან 220 მოსწავლე (2002-2004წლებსი დაბადებული ვაჟები ) მონაწილეობდნენ. პირველ ადგილი სოფელ მუხიანის სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე- ვარციხჰესების საჯარო სკოლამ, ხოლო მესამეზე- გეგუთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
თამაშებში ჩაერთო პარაოლიმპიელი ლაშა ბრეგაძე.
გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რეგიონალურ ეტაპზე და იბრძოლებს საქართველოს პირველობის ტიტულის მოსაპოვებლად.
ტურნირის ორგანიზება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.