ნაძვის ხის ანთების ცერემონია წყალტუბოში.

ნაძვის ხის ანთების ცერემონია წყალტუბოში.

წყალტუბოში ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ ბავშვებთან ერთად აანთო. საზეიმო კონცერტი ტრადიციულად ფოლკლორული ანსამბლის ,,ნადურის’’ მიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერით'' გაიხსნა.
თანაქალაქელებს შობა-ახალი წლის დღესასწაულები მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ახალაძემ, შეკრებილთა წინაშე ა(ა)ი.პ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან’’ არსებული ანსამბლის ,,ოცნების’’, სტუდია ,,ცისარტყელას’’, ანსამბლ ,,იალონისა’’ და მესამე საჯარო სკოლის ფოლკლორული ჯგუფის წევრები წარსდგნენ. 
ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე მოწვეულთა სადღესასწაულო განწყობასა და ღონისძიების ორგანიზებაზე მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა იზრუნა.
დღესვე, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში'' მოეწყო საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.