წყალტუბოს მერმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პრორიტეტები განიხილა

წყალტუბოს მერმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პრორიტეტები განიხილა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 26 დეკემბერს ტელეკომპანია ,,რიონის’’ ეთერში გააკეთა განცხადება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ და პუნქტობრივად უპასუხა საკრებულოს წევრის, ნაციონალური მოძრაობის წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა საღარეიშვილის ბრალდებებს , რომელიც ეხებოდა საკრებულოს მიერ მიღებული 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების, ინფრასტრუქტურული ხარჯების, სოციალური პროგრამების დაფინასების საკითხებს. საღარეიშვილის ბრალდებები საქმისადმი არასერიოზულ მიდგომად იქნა შეფასებული. გთავაზობთ წერილობით განმარტებას :
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი შეადგენს 12230,0 ათას ლარს.
კურორტის ფუნქციურად დატვირთვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ბიუჯეტიდან ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მთელი რიგი სოციალური პროგრამები, კულტურისა და განათლების სფეროები.
2. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
Ø წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება;
Ø თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
Ø ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
Ø განათლება;
Ø კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
Ø მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
Ø მოქალაქეთა ჩართულობა.
Ø წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2836,5 ათასი ლარი, ხოლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული იქნა 3244,9 ათასი ლარით, ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 408,4 ათასმა ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამულ კოდს დაემატა ახალი პროგრამა მოქალაქეთა ჩართულობა თანხით 150,0 ათასი ლარი, რაც არ იყო გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში. ასევე 2018 წლის იანვრიდან მოწესრიგდა შრომის ანაზღაურება, კერძოდ ამოქმედდა საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ, რაც გათვალისწინებული არ იყო 2017 წლის 10 დეკემბერს წარდგენილ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში და მოხდა დაზუსტება შრომის ანაზღაურების მუხლის 2018 წლის იანვრის თვის ცვლილებაზე. შრომის ანაზღაურების სხვაობამ შეადგინა 246,1 ათასი ლარი. სხვა მხრივ მმართველობითი ხარჯები არ გაზრდილა.
4. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2018 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტში გამოყოფილი იქნა 891,0 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული იქნა 1590,0 ათასი ლარი, ზრდამ შეადგინა 699,0 ათასი ლარი:
· საავტომობილი გზის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა შენახვა- 587,8 ათასი ლარი.
· ხიდები - 45,0 ათასი ლარი;
· შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა - 300,0 ათასი ლარი;
· წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 200,0 ათასი ლარი;
· გარე განათება - 27,0 ათასი ლარი;
· მოსაცდელები - 36,0 ათასი ლარი;
· საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება - 97,5 ათასი ლარი;
· საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება - 196,7 ათასი ლარი;
· სპორტული მოედნების შეკეთება - 100,0 ათასი ლარი.
5. ტურიზმის განვითარების მიზნით გამოყოფილია 130,0 ათასი ლარი(ა.ა.ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის კოოროდინაციის ცენტრის’’ სუბსიდირება). ამასთან ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით განსაზღვრული ხარჯები გულისხმობს მიმზიდელი გარემოს შექმნას, რაც თავის მხრივ ემსახურება ტურისტების მოზიდვასა და წყალტუბოს მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
6. სოციალური პროგრამებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 880,0 ათასი ლარი, ხოლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული იქნა 976,0 ათასი ლარით, ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 96,0 ათასი ლარი.
სამედიცინო თანადაფინანსების მუხლში, გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციების და სხვა სამედიცინო კვლევების თანადაფინანსებას დაემატა მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისთვის, ქიმიო და სხივურ თერაპიის დაფინანსება. აღნიშნულ პირებზე საგარანტიო წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ(პაციენტის გადასახდელი წილის 50%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა). დახმარება 200-დან 300 ლარამდე გაეზარდა შშმ ბავშვებს.
200-დან 250 ლარამდე გაეზარდათ დახმარება შშმ უსინათლო პირებს.
100-დან 1500 ლარამდე გაეზრდათ დახმარება 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახებს.
120 ლარიდან 150 ლარმდე გაეზარდათ ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსახლკარო და ძალადობის მსხვერპლ პირებს.
აქვე გთავაზობთ დოკუმენტებს, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 27 აპრილს გამართულ სხდომაზე მამუკა საღარეიშვილმა თავად დაუჭირა მხარი მის მიერ მედიაში გაჟღერებული საკითხების მიღებას.