: წყალტუბოს რაიონულ ჰოსპიტალში პედიატრიული განყოფილება

: წყალტუბოს რაიონულ ჰოსპიტალში პედიატრიული განყოფილება

წყალტუბოს რაიონულ ჰოსპიტალში ახალი პედიატრიული განყოფილება გაიხსნა. სამედიცინო კორპორაცია 
,,ევექსმა’’ მცირე კლინიკებს შორის პირველად გააკეთა პროექტი: ,,პედიატრიული სერვისი - წყალტუბოს რაიონულ მოსახლეობას’’, რომლის ფარგლებში 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები კვალიფიციურ ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებას მიიღებენ. 
პედიატრიული განყოფლების გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის’’ რეგიონული დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და წყალტუბოელი მედიკოსები ესწრებოდნენ. 
- ,, წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტალის მომსახურების სერვისების გაფართოვება და პედიატრიული განყოფილების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოსახლეობა ადგილზე მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას. გისურვებთ დიდხანს იდგეთ მომავალი თაობის სიცოცხლის სადარაჯოზე’’ -აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
„წყალტუბო ცნობილი იყო როგორც მედიკოსთა ქალაქი, სადაც ჯანდაცვა ყოველთვის მაღალ დონეზე იყო განვითარებული. მიხარია, რომ ჩვენი გამოცდილი მედიკოსები ისევ კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენს ქვეყანაში ბევრი ახალი რეფორმა ხორცილდება. ამ ფონზე ერთ-ერთი მისასალმებელი ფაქტია, წყალტუბოს საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილების ფუნქციონირება'' -აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა.
მოწვეულ საზოგადოებასა და თანამშრომლებს მიმართა წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტალის დირექტორმა მაკა გაბადაძემ, რომელმაც განმარტა, რომ ახალ პედიატრიულ განყოფილებში იმუშავებენ პროფესორ თემურ ტონიას გუნდის წევრები, პროფესიონალი მედიკოსები, რომლებიც გამოცდილ პედიატრ ნუნუ ლექვთაძესთან ერთად 24 საათიან რეჟიმში დაიცავენ მომავალი თაობის სიცოცხლეს. 
წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტალი და სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი’’ 27 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით, უფასო სამედიცინო აქციას ატარებს, რომლის ფარგლებში ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მიუხედავად იმისა, თუ რომელ სადაზღვეო კომპანიაში არიან დაზღვეულები.