ადგილობრივი თვითმმართველობა ქველმოქმედებაში ჩაერთო

ადგილობრივი თვითმმართველობა ქველმოქმედებაში ჩაერთო

სოფელ მაღლაკში 12 სულიან ნუცუბიძეების ოჯახს, სადაც 4- დან 14 წლამდე 9 ბავშვი ცხოვრობს, უამრავი კომპანია და კერძო პირი აკითხავს დასახმარებლად. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაუხურეს, ფანჯრები გამოუცვალეს და სასმელი წლის მიწოდების პრობლემა მოუგვარეს - ეზოში ჭა გაუკეთეს . ასევე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ფერმერთა ასოციაციის ფინანსური თანადგომით, მოუწერიგეს სველი წერტილები. წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრმა კი ოჯახის შეშით უზრუნველყოფა მოახდინა.
ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი წყალტუბოს მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ მოინახულეს. როგორც ოჯახის უფროსმა ნოდარ თათეიშვილმა განაცხადა, ამჯერად მათ ოჯახის შენახვის პრობლემა არა აქვთ. 
„იმდენი ქველმოქმედი ადამიანი და იმდენი კომპანია მოდის, რომ ვერც კი ვითვლით, უამრავი პროდუქტი გვაქვს, იქეთ შეგვიძლია ერთ სხვა გაჭირვებულ ოჯახს დავემხაროთ,“ - ამბობს ბავშვების დედა ნათია ნუცუბიძე. 
ამჯერად მომღერალი ნინი შერმადინი ჩამოვიდა რომელმაც პირველი არხის გადაცემაში „ხარ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი?“ მოგებული თანხა ოჯახს საჩურად გადასცა.