სათნოების სახლის ბენეფიციარების საახალწლო საჩუქარი მერიისგან

სათნოების სახლის ბენეფიციარების საახალწლო საჩუქარი მერიისგან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი დღეს სათნოების სახლში ბენეფიციარების სადილზე მივიდნენ და მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. 
ა(ა)იპ. წყალტუბოს სათნოების სახლში ყოველდღიურად 180 ადამიანი უფასოდ სადილობს. 
ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის ნათია ჩაკვეტაძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სათნოების სახლის ბენეფიციარებს საახალწლოდ 100 100 ლარი ჩაერიცხათ. 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ბენეფიციარებს ახალი წლის სურვილებში ეკონომიური კეთილდღეობა უსურვა.
„ვისურვებდი რომ ჩვენს ქვეყანას არ ჰყავდეს გაჭირვებული ადამიანები და სათნოების სახლში სადილისთვის კი არა მეგობრული თავშეყრისთვის მოდიოდნენ, მანამდე კი ჩვენი ცენტრი ამ ფუნქციით პირნათლად ემსახურება წყალტუბოს მოსახლეობას. აქვე მადლობას ვუხდი სათნოების სახლის ხელმძღვანელობას და თანაშრომლებს ასეთი გულითადი შრომისთვის, “ - აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა. 
სათნოების სახლის ფინანსური მხარდაჭერით დღეს ბენეფიციარებს ხილი და ტკბილეულიც დაურიგდათ.