წყალტუბოში საახალწლო საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. „მეტი სიკეთის“ ფარგლებში სოციალური ქსელის სამეგობრო ჯგუფი „თამარი და გოგოები“ ქალებისა და ბავშვებისთვის ტანსაცმელს აგროვებს, აქციას მხარს უჭერს წ

წყალტუბოში საახალწლო საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. „მეტი სიკეთის“ ფარგლებში სოციალური ქსელის სამეგობრო ჯგუფი „თამარი და გოგოები“ ქალებისა და ბავშვებისთვის ტანსაცმელს აგროვებს, აქციას მხარს უჭერს წ

წყალტუბოში საახალწლო საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. „მეტი სიკეთის“ ფარგლებში სოციალური ქსელის სამეგობრო ჯგუფი „თამარი და გოგოები“ ქალებისა და ბავშვებისთვის ტანსაცმელს აგროვებს, აქციას მხარს უჭერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია. დღეს ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა მერის თანაშემწე ირმა ხელაძესთან და მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ნათია ჩაკვეტაძესთან ერთად დევნილი მახარობლიძეების 5 შვილიანი ოჯახი, ანჟელა ომანაძის ოჯახი, ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარები და ხანდაზმულები მოინახულეს. 
აქციის ფარგლებში მეგობრებმა ქართველი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი და ტკბილეული ყველაზე საჭიროების მქონე ადამიანებს გადასცენ. 
„ამჯერად წყალტუბოში დაბადებული და გაზრდილი თამარ იოსელიანი გამოგვეხმაურა და მის მეგობრებთნ ერთად რამდენიმე ოჯახი გავახარეთ. საახალწლოდ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამგვარ აქციებში, უფრო მეტ ოჯახს გავაბედნიერებთ. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ჩავერთვებით და მადლობას ვეტყვით ყველა ქველმოქმედს,“ - აღნიშნა მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ.
თამარ იოსელიანი, ნატალია ყვავაძე და მათი მეგობრები საშობაოდ სხვა საჩუქრებსაც ჰპირდებიან საჭიროების მქონე ადამიანებს.