აუქციონი

აუქციონი

  

  •    წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით პირობებიან ელექტრონულ აუქციონს:
  •    ქალაქი წყალტუბო, შანიძის ქუჩის N1. (საკრებულოს ყოფილი შენობა),   საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური:-1 107 000 ლარი.
  •   უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა:- 332 100 ლარი
  •    ბიჯის სიდიდე: 110  700 ლარი
  •   აუქციონის პირობა:

 არაუმეტეს 30  თვის ვადაში განხორცილდეს უძრავი ქონების მშენებლობა/რეაბილიტაცია (სადაც  შესაძლებელია  განთავსდეს  სასტუმრო,  ან/და  რესტორანი,  ან/და  გასართობი  ცენტრი ან/და კაზინო ან/და საცხოვრებელი კორპუსი  ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება და ეზოს კეთილმოწყობა (რაც   მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) გადაცემული უძრავი ქონების შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას იმ მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, რომლითაც ხორციელდება პროექტირება და მშენებლობა). გამწვანების ინტესივობა და ავტომობილების სადგომისათვის განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 30 % ნაკლები. ასევე, არაუმეტეს 30 თვის ვადაში საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით განხორციელდეს არანაკლებ მილიონ ნახევარი ლარის ოდენობის ინვესტიცია. აღნიშნული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საინვესტიციო ვალდებულების 10 % ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.eauction.ge

/source/source/auqcioni.pdf

/source/source/brzaneba.pdf

/source/source/danarti-1.pdf