01.01.2019

01.01.2019

ახალი 2019 წელი წყალტუბოში ,,მუსიკალურ- თეატრალიზებული’’ წარმოდგენით აღინიშნა. საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ შეკრებილ პატარებს, მათ მშობლებსა და სრულიად საქართველოს ახალი წელი მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. - ,,გილოცავთ ახალ 2019 წელს, განსაკუთრებით ვულოცავ მომავალ თაობას, რომელმაც უნდა აშენოს და ააღორძინოს ჩვენი ქვეყანა. მშვიდობა, სიყვარული, ხვავი და ბარაქა დაჰბედებოდეს საქართველოს, მის ბრძენ ხალხს, წარმატებებისა და გამარჯვებების წელი გქონოდეთ, ერთიან და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს’’-განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
ა(ა)ი.პ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან’’ არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი წრეებისა და ანსამბლ ,,ოცნების’’ მიერ წარმოდგენილმა ,,ზღაპარ გოგონას თავგადასავალმა’’ მაყურებელი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა. სანახაობრივად საინტერესო, მუსიკალურად კარგად გაფორმებულმა წარმოდგენამ ტაში და ოვაციები დაიმსახურა. 
ღონისძიებაზე მისულ ყველა ბავშვს საჩუქრები დაურიგდა. თოვლის ბაბუასთან ერთად პატარების სადღესასწაულო განწყობაზე მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა იზრუნა და საახალწლო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს. 
მუსიკალურ -თეატრალიზებული წარმოდგენის დასრულების შემდეგ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და შობა-ახალი წლის დღესასწაულები მიულოცა ა(ა)ი.პ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის'' მმართველმა ნინო ხურციამ, რომელმაც ქველმოქმედებისა და ბავშვების ოცნებების ასრულებისთვის მადლობა გადაუხადა სტუდენტებს: ქეთევან მამისეიშვილსა და მარი შაშიაშვილს, სწორედ მათი თანადგომით ახალ წელს საჩუქარი წყალტუბოში მცხოვრებმა კიდევ 27 -მა სოციალურად დაუცველმა ბავშვა მიიღო.