(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

„წუნა და წრუწუნა“ ქუთაისის თეატრალური ფესტივალის ნომინანტია

3.01.2019

საკონცერტო დარბაზ „ივერიის“სცენაზე დღეს საბავშვო სტუდია „ცისარტყელას“ მუსიკალური სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ დაიდგა. 
სპექტაკლი სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე „ N -ოვაცია“ იყო ნაჩვენები, სადაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილე დასებს სხვადასხვა ნომინაციებში აფასებდნენ. 
ფესტივალზე სტუდია „ცისარტყელას“ სამხატვრო ხელმძღვანელი ირმა კუბლაშვილი საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო სცენოგრაფიისა და კოსტიუმებისთვის დაჯილდოვდა. სპეტაკლში გამოვლინდა საუკეთესო მსახიობი გოგონა, ჟიურის რჩეული მსახიობი, კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი და ფესტივალის აღმოჩენა (სულ 7 ნომინაციაა).
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა შემოქმედებით დასს გამარჯვება მიულოცა და სამხატვრო ხელმძღვანელს მადლობის სიგელი გადასცა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი.