შობის დღესასწაული წყალტუბოში

შობის დღესასწაული წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დაესწრო.
მრევლმა მამა გიორგის ქადაგება მოისმინა. მორწმუნეებმა ერთმანეთსა და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მოულოცეს. წყალტუბოელები შობის დადგომას ტრადიციულად სარკმელთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ.