სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

  1.  

      სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებული პროექტების, მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

    ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედება თავისთავად გვაძლევსშესაძლებლობას მოსახლოების მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს სოფლისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელი პროექტის შერჩევა, რაც დადებითად აისახება თითოეული სოფლის განვითარებაზე’’ -განაცხადა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა. 

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროგრამისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა 352,000 ლარს შეადგენს. მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან მიმდინარე წლის 16 იანვრიდან დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება.