გეგმიური ბიუროს სხდომა

გეგმიური ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის მეოთხე კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ მიერ 2018 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2018 წლის III- IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

5. ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.